პროექტის სახელი: ვაზი და გლეხკაცი.
პროექტის მოკლე აღწერა: გლეხკაცის საქმიანობა შემოდგომაზე.ვაზის მოვლა.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან ვაზის სხვადასხვა ჯიშებს რომლებიც გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში კერძოდ გურიაში.გაეცნობიან თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ვაზს ქართველი გლეხის ყოფა-ცხოვრებაში, როგორ უვლიდნენ და ელოლიავებოდნენ ჩვენი წინაპრები თითოეულ მტევანს
გვესაუბრებიან მათ ოჯახებში არსებული ტრადიციების შესახებ როგორ ეხმარებიან ბავშვები უფროსებს ყურძნის კრეფაში რომელი სახეობის ყურძენი აქვთ მოშენებული. მოსავლის აღების შემდეგ, როგორ წურავენ ყურძენს საწნახელში,როგორ ასხამენ ქვევრებში ან მინის ჭურჭელში ღვთაებრივ სითხეს. ბებიას და დედას ეხმარებიან -ფელამუშის-მოდუღებაში,ავლებენ მათთვის საყვარელ ჩურჩხელებს დაგასაშრობად ამზადებენ
მინაწილეთა ასაკი: -8 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: - 7 დღე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ვაზის ჯიშებისა და მათი მოვლის შესახებ გააკეთებენ ჩანახატება. იმუშავებენ ჯგუფურად .
მისალოდნელი შედეგები /პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ჯგუფურად დაამზადებენ პლაკატს.
სარგებელი სხვებისთვის.შექმნიან შემოდგომის დაფას. გამოყენებული იქნება თვალსაჩინოება ხილით სავსე კალათი, ფიალა, დოქი, გიდელი.
სამუშაო ენა: ქართული
პროექტის ფასილიტატორი: მერი კოროშინაძე
ფასილიტატორის ელ ფოსტა: meri.koroshinadze@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий